2014 წლის 26 ოქტომბერს „ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის – Gurtiad“-ის ოფისში გაიმართა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეორე მდივანი – ბ–ნი სონმეზ იაშარ, შპს აუდიტური ფირმის „ბაკაშვილი და კომპანი“–ის წარმომადგენ–ლებისა და ასოციაციის სხვა წევრებს შორის შეხვედრა. სხდომაზე გაიმართა მსჯელობა რიგ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ერთ–ერთი უმნიშვნელოვანეს საკითხად განიხილებოდა საგადასახადო რისკები, თავისუფალი ვაჭრობის საკანონმდებლო ბაზა და საქართველოში მოქმედი საგადასახადო და შრომის კოდექსები.
შეხვედრა სიტყვით გახსნა „ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის – Gurtiad“-ის პრეზიდენტმა ბ–ნ ქენენ ილდირიმმა. სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა შპს აუდიტური ფირმის „ბაკაშვილი და კომპანი“–ის დირექტორი ბ–ნი ნიკოლოზ ბაკაშვილი, რის შემდეგაც ასოციაციის პრეზიდენტი და თურქი ბიზნესმენები აქტიურად სვამდნენ შეკითხვებს ვაჭრობის რეჟიმების, გადასახადების ადმინისტრირებისა და განაკვეთების შესახებ, რომლებზეც სრულად და ამომწურავად პასუხობდა შპს აუდიტური ფირმის „ბაკაშვილი და კომპანი“–ის დირექტორი ბ–ნი ნიკოლოზ ბაკაშვილი.
საერთო ჯამში, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა შეხვედრამ ორივე მხარისათვის ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა – არაერთი თურქი ბიზნესმენის მხრიდან გამოვლინდა დაინტერესება, ყურადღება და მომავალში შპს აუდიტურ ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“–სთან თანამშრომლობის დიდი სურვილი.