სერვისები

აუდიტორულ შემოწმებას ახორციელებენ სამეურნეო სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის, საჯარო ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების, დაბეგვრისა და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობისა და საწესდებო მოთხოვნების უტყუარობის, სისრულის, მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ობიექტურობის, დამოუკიდებლობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით გთავაზობთ აუდიტორული მომსახურების სრულ სპექტრს. არღიცხვის, დაბეგვრისა და მართვის სფეროში გაწეული კვალიფიციული დახმარება უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს. დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელსაც ჩაატარებენ ჩვენი პროფესიონალები, საშუალებას მოგცემთ თქვენი ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული გაანგარიშება შესაბამისობაში მოიყვანოთ მოქმედ კანონმდებლობასთან, ხოლო აუდიტორის დასკვნა ფინანსური ანგარიშგების სისრულისა და  უტყუარობის შესახებ წარმოადგენს თქვენი კომპანიის პატიოსნებისა და გამჭირვალობის დასტურს.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი (სავალდებულო და/ან საინიციატივო)
საბუღალტრო-სააღრიცხვო საქმიანობა
საგადასახადო აუდიტი
აქტივების შეფასება (უძრავ-მოძრავი ქონება და არამატერიალური აქტივები)
საფინანსო - ეკონომიკური ექსპერტიზა
კონსულტაციები საგადასახადო საკითხებში
ბუღალტრული აღრიცხვის სისტემისა და შიდა აუდიტის კონტროლის ეფექტურობა
ორგანიზაციულ-მმართველობითი სტრუქტურა და დაგეგმარება
საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტის სრულყოფა
თემატური ექსპერტიზა
ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის დანერგვა
ელექტრონული ანგარიშგების სისტემის დანერგვა
შიდა კონტროლის პროცედურებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დანერგვა
გადახდისუუნარობის (გაკოტრება, რეაბილიტაცია) საქმის წარმოების სამართლებრივი და ეკონომიკური უზრუნველყოფა.
საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობებისა და ფილიალების დაფუძნება და რეგისტრაცია
შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაციებისა და ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების ფორმირება
ბიზნესის დაფუძნება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში
კომპანიების გაერთიანება, გარდაქმნა (შთანთქმა) და ლიკვიდაცია
სიახლეების გამოსაწერად შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტა