პუბლიკაციები

პუბლიკაციები
ტრენინგი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

ტრენინგი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

06 ივნისი 2018

აუდიტორული ფირმა „ბაკაშვილი და კომპანია“-ს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ბაკაშვილი დაესწრო ტრენინგს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, რომელიც ჩატარდა სასტუმრო „რუმს ჰოთელ თბილისში“ 2018  წლის 29 მაისს.

გაცნონობებთ, რომ პროექტი „ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში“ ხორციელდება ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორობა კარგი თანამშრომლებისათვის პროგრამის ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ექსპერტის, ბატონი სუგიტ სანის მონაწილეობით განხილული იქნა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სფეროში არსებული საერთაშორისო რეკომენდაციებითა და ევროკავშირის მე-4 დირექტივით დადგენილი მოთხოვნები, ქართული კანონმდებლობა, მათ შორის ახალი კანონპროექტი, უშუალოდ ბუღალტრებისა და აუდიტორებისათვის განსაზღვრული ვალდებულებები სხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკისა  და ქართული პრაქტიკის შესაბამისად.

აღნიშნული შეხვედრის მიზანი: ბუღალტრებისა და აუდიტორებისათვის ცნობიერების ამაღლება.

Share
სიახლეების გამოსაწერად შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტა