პუბლიკაციები

პუბლიკაციები
საზოგადოებრივი დაინტერესებული პირების (სდპ-ების) ფინანსური ანგარიშგების აუდიტირების უფლებამოსილება

საზოგადოებრივი დაინტერესებული პირების (სდპ-ების) ფინანსური ანგარიშგების აუდიტირების უფლებამოსილება

30 დეკემბერი 2016

მოგახსენებთ რომ შპს აუდიტორულ ფირმა "ბაკაშვილი და კომპანია"-ს მიენიჭა საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ-ების) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება. იხილეთ ბმული

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური

SERVICE FOR ACCOUNTING, REPORTING AND AUDITING SUPERVISION

 

ბრძანება

№ 457

29/12/2016

 

შპს "აუდიტური ფირმა ბაკაშვილი და კომპანია"-სათვის საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების შესახებ

 

      ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს წარედგინა შპს "აუდიტორული ფირმა ბაკაშვილი და კომპანია"-ს ( მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის № 211356922, წერილის №246305/21-11; 28.11.2016წ., იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, საბურთალოს რაიონი, ყაზბეგის გამზირი № 47, ბ 10 ), წარმოდგენილი დირექტორის - ნიკოლოზ ბაკაშვილის ( პ/ნ 01026000036 ) სახით ) განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ( მათ შორის № 255216/21-11; 07.12.2016წ. წერილით წარმოდგენილი ინფორმაცია ) ერთად, რომლითაც მოთხოვნილია შპს "აუდიტორული ფირმა ბაკაშვილი და კომპანია"-სათვის საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭება.

      "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და "საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე" ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 11 ნოემბრის №37 ბრძანების საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

  1. დასრულდეს წარმოება და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
  2. მიენიჭოს შპს "აუდიტორული ფირმა ბაკაშვილი და კომპანია"-ს საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილება, სამსახურის მიერ აუდიტორულ ფირმაში ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის საბოლოო შედეგების გამოვლენამდე, არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა.
  3. დაევალოს შპს "აუდიტორული ფირმა ბაკაშვილი და კომპანია"-ს 2017 წლის 1 ოქტომბრამდე სამსახურისთვის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით მიმართვის უზრუნველყოფა.
  4. გადაწყვეტილება გაეგზავნოს შპს "აუდიტორული ფირმა ბაკაშვილი და კომპანია"-ს, ბრძანების მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში.
  5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
  6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში ( მის.ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; №6 ).

 

Share
სიახლეების გამოსაწერად შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტა