პუბლიკაციები

პუბლიკაციები
შპს აუდიტორული ფირმა "ბაკაშვილი და კომპანია"-ს რეგისტრაცია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში

შპს აუდიტორული ფირმა "ბაკაშვილი და კომპანია"-ს რეგისტრაცია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში

14 ნოემბერი 2016

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური

SERVICE FOR ACCOUNTING,REPORTING AND AUDITING SUPERVISION

 

ბრძანება

№42

14/11/2016

აუდიტორული(აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში შპს აუდიტორული ფირმა "ბაკაშვილი და კომპანია"-ს რეგისტრაციის თაობაზე

 

       ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს წარედგინა შპს აუდიტორული ფირმა "ბაკაშვილი და კომპანია"-ს ( მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის №2111356922, წერილის №227886/21-11;03.11.2016წ.,იურიდიული მისამართი:ქ.თბილისი,საბურთალოს რაიონი,ყაზბეგის გამზირი №47,ბ10),წარმოდგენილი დირექტორების -ნიკოლოზ ბაკაშვილის (პ/ნ 01026000036),გიორგი შონიას (პ/ნ 01008032567) და გარიგების პარტნიორების -ნიკოლოზ ბაკაშვილის -SARAS-A-263143,გიორგი გულუას-SARAS-A-106751,რატი ბაკაშვილი-SARAS-A-859169 და ქეთევან გუმბერიძის-SARAS-A-831220 სახით (აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში ნიკოლოზ ბაკაშვილის,გიორგი გულუას,რატი ბაკაშვილის და ქეთევან გუმბერიძის რეგისტრაციის თაობაზე ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 10 ნოემბრის №35ბრძანება )) სარეგისტრაციო განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად,რომლითაც მოთხოვნილია შპს აუდიტორული ფირმა "ბაკაშვილი და კომპანია"-ს რეგისტრაცია აუდიტორული(აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში

     "ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის  შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,მე-5 პუნქტის "ა" და "გ" ქვეპუნქტების და "ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმის,მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე" ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანების საფუძველზე.

ვბრძანებ:

  1. დასრულდეს შპს აუდიტორული ფორმა "ბაკაშვილი და კომპანია"-ს სარეგისტრაციო წარმოება
  2. მიღებულ იქნას გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე და შპს აუდიტორული ფირმა "ბაკაშვილი და კომპანია"-ს მიენიჭოს აუდიტორული(აუდიტური) ფირმის ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი-SARAS-F-887264
  3. გადაწყვეტილება ეცნობოს შპს აუდიტორული ფირმა "ბაკაშვილი და კომპანიას"-ს,ბრძანების მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში
  4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე
  5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში ( მის: ქ.თბილისი,დ.აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ;№6)
Share
სიახლეების გამოსაწერად შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტა