ჩვენი პარტნიორები

ააიპ „საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია“

პარტნიორია: 2014 წლის 16 დეკემბრიდან
ინფორმაცია პარტნიორის შესახებ:

ააიპ „საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციამ“, მისი დამფუძნებლების, მრავალრიცხოვანი წევრების, დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობითა და ოპონირებით, შეძლო დაარსებიდან მრავალი წლის განმავლობაში განეხორციელებინა წესდებით განსაზღვრული მისიის უმთავრესი ნაწილი: საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება; პროფესიული თვითრეგულირების, ბუღალტერთა პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების პრაქტიკის დანერგვა; ბუღალტრის პროფესიის იმიჯის ამაღლება; აღიარების მოპოვება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

2014 წლის 16 დეკემბრიდან ჩვენი კომპანია არის ააიპ „საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის“ წევრი.

მსოფლიო ბანკი

პარტნიორია: 2011 წლიდან
ტელ.: 1-202 458 7677
ვებ გვერდი: www.worldbank.org
ინფორმაცია პარტნიორის შესახებ:

მსოფლიო ბანკი, როგორც მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილი, ჩამოყალიბდა 1945 წლის 27 დეკემბერს. შტაბ-ბინა განლაგებულია ვაშინგტონში, აშშ.            

მსოფლიო ბანკი ახორციელებს სოციალურ სექტორზე, სიღარიბის დაძლევაზე, ვალის შემსუბუქებასა და ეფექტურ მმართველობაზე მიმართულ პროექტებს.   

მსოფლიო ბანკი განვითარებადი ქვეყნებისათვის წარმოადგენს ტექნიკური და ფინანსური დახმარების მნიშვნელოვან წყაროს. მისი მისიაა დაეხმაროს განვითარებად ქვეყნებს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევაში ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ინვესტირებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და მდგრადი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, აგრეთვე ღარიბ მოსახლეობაში ინვესტირება და მათთვის განვითარების პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა.           

2011 წლიდან ჩვენი კომპანიის პარტნიორია მსოფლიო ბანკი.

სს ჰოდლინგი „Люди Дела“

პარტნიორია: 2014 წლის 8 ივლისიდან
ტელ.: 8-800-555-85-03
ვებ გვერდი: www.ludidela.ru
ინფორმაცია პარტნიორის შესახებ:

ჰოლდინგი „Люди Дела“ აუდიტურ სფეროში 1993 წლიდან მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებული კომპანიაა. იგი დღესდღეობით რუსეთში მოღვაწე ტოპ ათეულის აუდიტურ ფირმებს შორისაა.ჰოდლინგი „Люди Дела“ დღესდღეობით თავის მომხმარებელს თავაზობს თავისი მომსახურების ფართო სპექტრს. 2014 წლის ივლისში ჩვენს კომპანიას საქმიანი ვიზიტით ეწვია ჰოდლინგი „Люди Дела“–ს გენერალური დირექტორი ბორის ფედოსიმოვი. აუდიტურ ფირმა შპს „ბაკაშვილი და კომპანიას“ და ჰოლდინგ „Люди Дела“–ს  შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება – შესაბამისად 2014 წლის 8 ივლისიდან ჩვენი კომპანიის პარტნიორია აუდიტური კომპანია სს ჰოდლინგი „Люди Дела“.

„ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია – Gurtiad“

პარტნიორია: 2014 წლის 16 ივნისიდან
ვებ გვერდი: www.gurtiad.ge
ინფორმაცია პარტნიორის შესახებ:

“ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია - Gurtiad” დაარსდა 1999 წელს. ამჟამად იგი საქართველოს ბიზნეს–ასოციაციებიდან ერთ ერთი უმსხვილესი ბიზნეს–ასოციაცია გახლავთ. მასში გაწევრიანებული წევრები მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროებში: ფინანსები, მომსახურება, ლოჯისტიკის, მრეწველობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, წარმოება და სხვ.          

საქართველოს საგარეო ვაჭრობის თითქმის 17% ხორციელდება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის.  იმ თურქული კომპანიების უმრავლესობა, ვისთანაც საქართველოში არსებული კომპანიები აწარმოებენ საგარეო ვაჭრობას, “ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია - Gurtiad”-ის წევრები არიან.           

“ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია - Gurtiad” - ის მისიაა:  საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკებს შორის ბიზნეს – ურთიერთობების ხელშეწყობა, ასევე  საქართველოში მოღვაწე მაღალკვალიფიციური კომპანიების ასოციაციაში გაწევრიანება და ამგვარად ასოციაციის შესაძლებლობების გაფართოება.

2014 წლის 16 ივნისიდან ჩვენი კომპანია არის „ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია – Gurtiad“–ის წევრი.

საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტი

პარტნიორია: 2010 წლის 3 მაისიდან
ვებ გვერდი: www.asset-ge.org
ინფორმაცია პარტნიორის შესახებ:

საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტი წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას და იგი დაარსდა 1999 წელს.    

სქშეი არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელიც IVSC (საერთაშორისო სტანდარტების შეფასების საბჭო)–ის წევრი გახდა 2003 წელს.

IVSC მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 50–მდე ორგანიზაციას (ინსტიტუტებს) და მისი მიზანია როგორც სხვადასხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების დადება, ასევე ისეთი შეფასების სტანდარტების შემუშავება, რომ მისაღები იყოს საბჭოს თითოეული წევრისთვის.

სქშეი–ს მთავარი მიზანია საქართველოში შეფასების საქმიანობის კანონმდებლობის ფორმირება; შემფასებელთა ტრენინგი და სერტიფიცირება; საზოგადოებაში შემფასებლის – როგორც ცალკე პროფესიის გამოყოფა; შეფასების საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ხარისხიანი შემფასებლებით და შეფასების მომსახურებით უზრუნველყოფა.

2010 წლის 3 მაისიდან ჩვენი კომპანია არის საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის წევრი.

შპს „ზაქარია ქუცნაშვილის საადვოკატო ბიურო“

პარტნიორია: 2011 წლიდან
ტელ.: (+995 32) 2384 284
ინფორმაცია პარტნიორის შესახებ:

კომპანია „ზაქარია ქუცნაშვილის საადვოკატო ბიურო“ დაფუძნდა 2011 წლის 24 იანვარს. იგი შედგება პროფესიონალი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი თანამოაზრეებისაგან, რომელთაც მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკა გააჩნიათ. კომპანიის წევრები უკვე მრავალი წელია, რაც წარმატებით ახორციელებენ პრაქტიკულ საქმიანობას სამართლის სხვადასხვა დარგში.   

შპს „ზაქარია ქუცნაშვილის საადვოკატო ბიურო“ ახორციელებს წარმომადგენლობას სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის, საგადასახადო და სხვა დავებთან დაკავშირებით. კომპანია საკონსულტაციო და საადვოკატო მომსახურებას უწევს როგორც ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ სხვადასხვა დაწესებულებებს, ასევე უცხოურ კომპნიებს და მათ წარმომადგენლობებს.

ამხანაგობა „საადვოკატო ბიურო – მიგრიაული და პარტნიორები“

პარტნიორია: 1998 წლიდან
ვებ გვერდი: www.migri-law.ge
ინფორმაცია პარტნიორის შესახებ:

საადვოკატო ბიურო “მიგრიაული და პარტნიორები’’ (წინამორბედი “როინ მიგრიაულის საადვოკატო ბიურო”) დაფუძნდა 1997 წლის ივლისში.        

საადვოკატო ბიურო პარტნიორებისა და მასში დასაქმებული ადვოკატების (იურისტების) მეშვეობით საადვოკატო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევს ადგილობრივ და უცხოელ კომპანიებსა და მათ წარმომადგენლობებს, კომერციულ ბანკებს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებსა და ფიზიკურ პირებს.

საადვოკატო ბიურო წარმართავს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პროცესებს, მონაწილეობს ადმინისტრაციულ წარმოებებში, მათ შორის საგადასახადო დავებთან დაკავშირებით.       
2010 წლიდან საადვოკატო ბიურო ავტორიზირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და უფლებამოსილია განახორციელოს წინარე სარეგისტრაციო მომსახურება.   

1998 წლიდან ჩვენი კომპანიის პარტნიორია „საადვოკატო ბიურო მიგრიაული და პარტნიორები“.

სპს „გაბუნია და პარტნიორები“

პარტნიორია: 2006 წლიდან
ტელ.: (+995 32) 2441 971
ვებ გვერდი: www.gap.ge
ინფორმაცია პარტნიორის შესახებ:

საადვოკატო ბიურო “გაბუნია და პარტნიორები” დაარსებულ იქნა 2005 წელს. იგი წარმოადგენს ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც შეუძლია კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევა სამართლის ნებისმიერ სფეროში.

ბიუროს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირების წარმოდგენა საერთო სასამართლოების ნებისმიერ ინსტანციაში, არბიტრაჟში და სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული ხასიათის დასკვნების, ხელშეკრულებების შედგენა და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება.

დღეისათვის ბიუროში მოღვაწეობს 9 მაღალკვალიფიციური ადვოკატი, რომელთაც შეუძლიათ ხარისხიანი იურიდიული მომსახურების გაწევა სამართლის სხვადასხვა სფეროებში.

2006 წლიდან ჩვენი კომპანიის პარტნიორია სპს „გაბუნია და პარტნიორები“.

შპს „სამართლის სახლი“

პარტნიორია: 2014 წლიდან
ტელ.: (+995 32) 2190990
ვებ გვერდი: www.hol.ge
ინფორმაცია პარტნიორის შესახებ:

„სამართლის სახლის“ საქმიანობის ძირითადი პრინციპია მაღალ აკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებული კვალიფიციური პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება სამართლის სხვადასხვა სფეროში. კომპანია უზრუნველყოფს ეფექტური იურიდიული მომსახურების გაწევას, რომლის გარანტიც არის კომპანიაში დასაქმებული სხვადასხვა უნივერიტეტების პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების გუნდური მუშაობა კლიენტის ინტერესების დასაცავად. „სამართლის სახლი“ არ შემოიფარგლება მხოლოდ საადვოკატო და საკონსულტაციო საქმიანობით, არამედ ამავდროულად მისი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში სამართლის განვითარების მიზნით სხვადასხვა კონფერენციების, შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება-ჩატარება.    

სიახლეების გამოსაწერად შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტა