ბაკაშვილი და კომპანია

შპს აუდიტორული ფირმა “ბაკაშვილი და კომპანია”  არის    ქართული კომპანია, რომელიც უკვე 22 წელია ფუნქციონირებს ბაზარზე. შპს აუდიტორული ფირმა “ბაკაშვილი და კომპანია” დაფუძნებულია 1995 წლის 18 აგვისტოს  ქ. თბილისში. საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოს და უცხოეთის სამეურნეო სუბიექტების, ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობის, საბუღალტრო აღრიცხვის, დაბეგვრის, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის აუდიტორული შემოწმება და კონსულტაციები ეკონომიკური ქცევის კონცეპტუალურ მიმართულებებისა და დაბეგვრის საკითხებზე.

კომპანიის პროფილი:

  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ( სავალდებულო და/ან საინიციატივო);
  • საბუღალტრო-სააღრიცხვო საქმიანობა;
  • საგადასახადო აუდიტი;
  • აქტივების შეფასება;
  • საფინანსო- ეკონომიკური ექსპერტიზა.

ქრონოლოგიური ფაქტები

2016
2015
2014
1995
2016

მოგახსენებთ, რომ შპს აუდიტორულ ფირმა "ბაკაშვილი და კომპანია"- ს მიენიჭა საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ-ების) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება.

2015

შპს აუდიტორული ფირმა "ბაკაშვილი და კომპანია"-მ გახსნა რეგიონალური ოფისი ქ.მარნეულში, რუსთაველის ქ.№5-ში.

2014

მოგახსენებთ, რომ ქართულ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიად"-ის დირექტორთა საბჭომ, რომელიც ჩატარდა 2014 წლის 16 ივნისს, ხელი მოაწერა აუდიტორული ფირმა "ბაკაშვილი და კომპანი"-ის ასოციაციაში გაწევრიანების განაცხადს. ამ გზით დამტკიცდა ქართულ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციაში აუდიტორული ფირმა "ბაკაშვილი და კომპანიას" გაწევრიანება.

1995

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საქართველოს ეკონომიკურ და ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიების აკადემიკოსმა - ნიკოლოზ ბაკაშვილმა დაარსა პირველი აუდიტორული ფირმა საქართველოში. 

პირველი აუდიტორული ფირმა საქართველოში

თქვენი რისკები დაზღვეულია 5'000'000 ლარად

22 წელი აუდიტორულ  და ბუღალტრულ სფეროში

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩართული ვართ თეთრ სიაში

სიახლეების გამოსაწერად შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტა